Georgian BusGeorgian Bus
KA Flag

GE

Dropdown IconDropdown Icon White

პირდაპირი მარკეტინგი

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება

  1. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებელი გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.

  2. Georgian Bus-ი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დაამუშავებს მომხმარებლის შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი.

  3. პირდაპირი მარკეტინგი არის ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.

  4. მომხმარებელი უფლებამოსილია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობა ნებისმიერ დროს უკან გამოიხმოს Georgian Bus-ის [email protected] ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით ან SMS შეტყობინების მიღებისას SMS OFF ფუნქციის გამოყენებით. 

  5. თანხმობის გამოხმობის უფლების განხორციელების ზემოთ მითითებული ნებისმიერი ფორმა/წესი არის უფასო.

  6. მომხმარებლის სახელის, ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება ხორციელდება მომხმარებლის მიერ თანხმობის განცხადებიდან მთელ პერიოდში მანამ, სანამ მომხმარებელი თანხმობას არ გამოიხმობს. 

  7. Georgian Bus-ი ვალდებულია მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

  8. მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოხმობის ფაქტის დაფიქსირებისას, Georgian Bus-ი შეწყვეტს მომხმარებლის მონაცემთა დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

Published on 10/16/2026