Georgian BusGeorgian Bus
KA Flag

GE

Dropdown IconDropdown Icon White

ჩვენ შესახებ

2014 წელს, ორ ქართველ მეგობარს ერთი უბრალო, მაგრამ დიდი იდეა გაუჩნდათ: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში (KUT) ჩამოფრენილ მგზავრებს შეგებებოდნენ საიმედო და კომფორტული მომსახურებით. მხოლოდ ერთი ავტომობილითა და ქართული სტუმართმასპინძლობის უშრეტი ენთუზიაზმით, მათ დაიწყეს სტაბილური ოპერირება ქუთაისის აეროპორტსა და თბილისს შორის.

მეგობრების ეს პატარა წამოწყება მალე მოგზაურობისა და გადაადგილების მრავალფეროვან სერვისად და დიდ ეკოსისტემად გადაიქცა. 

დღეს ჯორჯიან ბასი ამაყობს, რომ არის Wizz Air-ის ექსკლუზიური ოფიციალური სატრანსპორტო პარტნიორი საქართველოში. კომპანიის ავტოპარკი შედგება Euro 5 და Euro 6 სტანდარტის Mercedes-Benz-ის თანამედროვე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისგან. კომპანიას აქვს საკუთარი, თანამედროვე ტექნიკური სერვისცენტრი და 100-მდე პროფესიონალისგან შემდგარი გუნდი. ყოველწლიურად 300,000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და ადგილობრივი მგზავრი გვანდობს თავის უსაფრთხო გადაადგილებას - შინ დაბრუნებისას, საქმიან ვიზიტებზე გამგზავრებისას თუ საქართველოსში მოგზაურობის დროს.  

ჩვენი ღირებულებები

ჩვენი კომპანია, ავტოპარკი და მარშრუტები წლების განმავლობაში გაიზარდა, თუმცა ჩვენი მთავარი ღირებულებები უცვლელი დარჩა. გვჯერა, რომ მოგზაურობა მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე მისვლა არ არის. ეს არის ახალი ადგილების აღმოჩენა, თავგადასავალი და სასიამოვნო მოგონებების შექმნა.

  • როგორც Wizz Air-ის ოფიციალური სატრანსპორტო პარტნიორი საქართველოში, ჩვენი განრიგი სინქრონიზებულია ქუთაისის აეროპორტის ფრენებთან, რაც მშვიდ და გარანტირებულ მგზავრობას უზრუნველყოფს.

  • ჩვენი ავტოპარკი Mercedes-Benz-ის Euro 5 და Euro 6 სტანდარტის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით არის დაკომპლექტებული, რაც მინიმუმამდე ამცირებს გამონაბოლქვს. თითოეული სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია კლიმატკონტროლითა და ხმის იზოლაციით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს ნებისმიერ გზაზე.

  • ჩვენი ავტოპარკის ტექნიკურ გამართულობასა და მომსახურებას უზრუნველვყოფთ საკუთარ ტექნიკურ სერვისცენტრში. თითოეული ავტობუსი რეისზე გასვლამდე გადის კომპლექსურ ტექნიკურ შემოწმებასა და სრულყოფილ დასუფთავებას.

  • ამ ყველაფრის უკან ჩვენი გუნდი დგას - გამოცდილი მძღოლები, ტექნიკოსები, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი, გამცილებლები და ოპერატორები. სწორედ მათი ყოველდღიური შრომა ქმნის იმ ხარისხს, რომელსაც ჩვენი მგზავრები იღებენ.

  • თბილისის ისტორიული ქუჩებიდან ბათუმის ზღვის სანაპირომდე, ქუთაისის აეროპორტიდან - გუდაურის დათოვლილ მწვერვალამდე, ჩვენ ამაყი ვართ რომ  ვაკავშირებთ საქართველოს საკვანძო ადგილებს.

თქვენი ყოველი მოგზაურობა ჩვენი ისტორიის ნაწილია

ერთი ავტომობილიდან წლიურად 300,000-მდე მგზავრობამდე - ეს გზა თქვენთან ერთად გავიარეთ.

თქვენ გვანდობთ თქვენს დროსა და მოგზაურობას, ჩვენ კი ყოველდღიურად ვცდილობთ, ეს ნდობა კომფორტული, სასიამოვნო და საიმედო მგზავრობით გავამართლოთ.

გმადლობთ, რომ ჯორჯიან ბასთან ერთად მოგზაურობთ და ჩვენი ისტორიის ნაწილი ხართ!

მზად ხართ შემდეგი მოგზაურობისთვის?

 

Published on 9/9/2026