ხშირად დასმული კითხვები
რომელ ქალაქებში ოპერირებს ჯორჯიან ბასი?
ჯორჯიან ბასი უზრუნველყოფს პირდაპირ რეისებს შემდეგ მიმართულებებზე:
- თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ქუთაისის საერთაშორისო;
- აეროპორტიდან თბილისში;
- ბათუმიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში;
- გუდაურიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გუდაურში (ზამთრის სეზონზე)
- თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან თბილისში;
- თბილისიდან ქუთაისში და ქუთაისიდან თბილისში;
როგორ მოვხვდე თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში ავტობუსით?
ჯორჯიან ბასი ახორციელებს ყოველდღიურ ფრენებზე მორგებულ რეისებს თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და უკან.
ავტობუსები ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით გადიან თბილისის - სადგურის მოედნიდან,, ცოტნე დადიანის ქუჩის მხარეს მდებარე ავტოსადგურიდან და მიდიან პირდაპირ ქუთაისის აეროპორტის შესასვლელამდე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.georgianbus.com-ზე ან ავტობუსთან, ჯორჯიან ბასის წარმომადგენლისგან. მგზავრები გამგზავრების ადგილზე უნდა გამოცხადდნენ ავტობუსის გასვლამდე 20 წუთით ადრე.
როგორ მოვხვდე ქუთაისის აეროპორტიდან თბილისში?
ჯორჯიან ბასი ახორციელებს პირდაპირ რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ავტობუსი ჩერდება აეროპორტის გამოსასვლელ კართან, ჩამოფრენის ტერმინალის მიმდებარედ და მიდის თბილისში, სადგურის მოედანზე, ცოტნე დადიანის ქუჩის მხარეს მდებარე ავტოსაგურზე.
ვინაიდან მარშრუტი მორგებულია ფრენებზე, ფრენის დაგვიანების შემთხვევაში ჯორჯიან ბასი დაელოდება ფრენას. გთხოვთ შეამოწმოთ განრიგი დაგეგმილ გამგზავრებამდე 12 საათით ადრე.
როგორ მოვხვდე ბათუმიდან ქუთაისის აეროპორტში?
ჯორჯიან ბასი ახორციელებს ყოველდღიურ ფრენებზე მორგებულ რეისებს ბათუმიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და უკან.
ავტობუსები ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით გადიან ბათუმის ახალი ავტოსადგურიდან გიორგი ცაბაძის ქ. №11, ბაქანი N14, ( ყოფილი გოგოლის ქუჩა) და მიდიან პირდაპირ ქუთაისის აეროპორტის შესასვლელამდე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.georgianbus.com-ზე ან ავტობუსთან, ჯორჯიან ბასის წარმომადგენლისგან. მგზავრები გამგზავრების ადგილზე უნდა გამოცხადდნენ ავტობუსის გასვლამდე 20 წუთით ადრე.
როგორ მოვხვდე ქუთაისის აეროპორტიდან ბათუმში?
ჯორჯიან ბასი ახორციელებს ფრენებზე მორგებულ პირდაპირ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში. ავტობუსი ჩერდება ჩამოფრენის ტერმინალთან, გამოსასვლელი კარის მოპირდაპირედ, ხოლო ჩამოყვანა - ბათუმის ახალ ავტოსადგურში, გიორგი ცაბაძის ქ. №11, ბაქანი N14 (ყოფილი გოგოლის ქუჩა). ვინაიდან რეისი მორგებულია ფრენებზე, ფრენის დაგვიანების შემთხვევაში ჯორჯიან ბასმა შესაძლოა შეცვალოს განრიგი და გადაწიოს გასვლის დრო. მგზავრებს ეძლევათ რეკომენდაცია შეამოწმონ განრიგი დაგეგმილ გამგზავრებამდე 12 საათით ადრე.
როგორ მოვხვდე თბილისიდან ბათუმში?
ჯორჯიან ბასი ახორციელებს პირდაპირ რეისებს თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან თბილისში, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს თბილისის სადგურის მოედანსა და ბათუმის ახალ ავტოსადგურს.
როგორ მოვხვდე ქუთაისის აეროპორტიდან გუდაურში?
ჯორჯიან ბასი ახორციელებს სეზონურ მარშრუტს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გუდაურში და პირიქით. გუდაურში გამგზავრების/ჩამოსვლის ადგილი არის სუპერმარკეტ "სმარტის" მიმდებარე ტერიტორია. ეს მარშრუტი სეზონურია, ამიტომ ხელმისაწვდომია მხოლოდ ზამთრის სეზონზე. განრიგები შეამოწმეთ ჯორჯიან ბასის ვებ-გვერდზე.
როგორ მოვხვდე გუდაურიდან ქუთაისის აეროპორტში?
ჯორჯიან ბასი ახორციელებს სეზონურ მარშრუტს გუდაურსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის ორივე მიმართულებით. გუდაურში გამგზავრების/ჩამოსვლის ადგილი არის სუპერმარკეტ "სმარტის" მიმდებარე ტერიტორია. ეს მარშრუტი სეზონურია, ამიტომ ხელმისაწვდომია მხოლოდ ზამთრის სეზონზე. გთხოვთ განრიგები შეამოწმოთ ჯორჯიან ბასის ვებ-გვერდზე.
ინდივიდუალური ტრანსფერი ქუთაისის აეროპორტიდან
ფიქსირებული მარშრუტების გარდა, ჯორჯიან ბასი მომხმარებელს სთავაზობს კერძო ტრანსფერებს ქუთაისის აეროპორტიდან ნებისმიერი მიმართულებით. კერძო ტრანსფერის დასაჯავშნად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტით [email protected], რათა გამგზავრებამდე შეათანხმოთ მარშრუტი, დრო და ფასი.
საიდან გადის ჯორჯიან ბასის ავტობუსები?
• თბილისი: სადგურის მოედანი, ავტოსადგური ცოტნე დადიანის ქუჩის მხარეს. ჯორჯიან ბასის გაჩერება თბილისში;
• ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი: ჩამოფრენის ტერმინალის მიმდებარედ. ჯორჯიან ბასის გაჩერება ქუთაისის აეროპორტში;
• ბათუმი: ახალი ავტოსადგური, გიორგი ცაბაძის ქუჩა №11 (ყოფილი გოგოლის ქუჩა). ჯორჯიან ბასის გაჩერება ბათუმში;
• გუდაური: სუპერმარკეტ "სმარტის" მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ ზამთრის სეზონზე). ჯორჯიან ბასის გაჩერება გუდაურში;
• ქუთაისი: ნიკეას ქუჩა, მე-4 შესახვევი, №4 ჯორჯიან ბასის გაჩერება ქუთაისში;
გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გამგზავრების ადგილები შესაძლოა პერიოდულად შეიცვალოს; ცვლილების შესახებ ჯორჯიან ბასი მგზავრებს წინასწარ აცნობებს.
რამდენი ხნით ადრე უნდა მივიდე სადგურზე?
გამგზავრებამდე სულ მცირე 20 წუთით ადრე მგზავრი უნდა გამოცხადდეს ჩასხდომის ადგილზე, რათა დროულად მოათავსოს ბარგი ავტობუსის საბარგულში, გამცილებელმა შეამოწმოს ბილეთი და დაიკავოს განკუთვნილი ადგილი. ჯორჯიან ბასი ვალდებულია დათქმულ დროს გავიდეს სადგურიდან, ამიტომ რეისზე დაგვიანების თავიდან ასაცილებლად დროულად გამოცხადება აუცილებელია.
რა ხდება ფრენის დაგვიანების ან გადადების შემთხვევაში?
ჯორჯიან ბასის ავტობუსის განრიგი მორგებულია ფრენებზე, ფრენის გადადების შემთხვევაში მგზავრს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს შეძენილი სამგზავრო ბილეთით, ჩანაცვლებული განრიგის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მგზავრმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს არჩეული ადგილით და განთავსდეს ჯორჯიან ბასის წარმომადგენლის მიერ მითითებულ თავისუფალ სავარძელზე.
შეიძლება გზად დავხვდე ავტობუსს?
ბილეთის მქონე მგზავრი შესაძლებელია, რომ გზად დახვდეს ავტობუსს, სხვა ქალაქში გარდა თბილისისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს წინასწარ იქნება შეთანხმებული ცხელი ხაზის ოპერატორთან ნომერზე: +995 32 2 80 60 60. ეს არ არის სტანდარტული შემთხვევა და ოპერატორმა უნდა დაადასტუროს ამის შესაძლებლობა.
შეიძლება თუ არა დიდ დიღომში გაჩერება ჩამოსასვლელად?
ახალი რეგულაციების თანახმად, საქალაქთაშორისო ავტობუსებს ეკრძალებათ თბილისში გაჩერება. სავალდებულოა მგზავრების ჩასმა და ჩამოსმა მოხდეს სადგურზე, იქ, სადაც ოფიციალური გაჩერების ზონაა.
როგორ ვიყიდო ავტობუსის ბილეთი?
ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ ონლაინ ვებ-გვერდზე www.georgianbus.com. საიტზე შესვლის შემდეგ ირჩევთ სასურველ მარშრუტს, თარიღს, მგზავრობის ტიპს (ერთი გზა, ორი გზა, რამდენიმე გზა), მგზავრების რაოდენობას და შეგყავთ 1 მგზავრის მონაცემები: სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი და დაბადების თარიღი. ასევე საჭიროა წესებსა და პირობებზე თანხმობა გადახდის დასრულებამდე. ონლაინ ყიდვა შესაძლებელია დაგეგმილ გამგზავრებამდე მაქსიმუმ 2 საათით ადრე. ბილეთის შეძენა შესაძლებელია უშუალოდ ავტობუსის სადგურზე ჩვენი წარმომადგენლისგან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამგზავრებისას ბილეთების შეძენის შემთხვევაში თავისუფალი ადგილები შესაძლოა აღარ დაგხვდეთ.
შემიძლია ბილეთის ყიდვა უშუალოდ ავტობუსში ან აეროპორტში?
დიახ. ბილეთების ყიდვა შესაძლებელია უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებაში ან ქუთაისის აეროპორტში მდებარე ჯორჯიან ბასის დახლთან, ადგილების არსებობის შემთხვევაში. გამგზავრებამდე ბოლო 2 საათის განმავლობაში ეს ყიდვის ერთადერთი გზაა, ვინაიდან ონლაინ გაყიდვები გამგზავრებამდე 2 საათით ადრე იხურება.
ბარათით გადახდა შეიძლება?
ავტობუსთან ან აეროპორტის დახლთან ადგილზე ყიდვისას გადახდა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო ბარათით.
ადგილზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა შეიძლება?
ავტობუსთან ან აეროპორტის დახლთან ადგილზე ყიდვისას გადახდა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო ბარათით.
როდის შეიძლება ბილეთის ყიდვა?
ავტობუსის განრიგები ივსება გასვლამდე 2-3 თვით ადრე და ონლაინ გაყიდვები სრულდება ავტობუსის გასვლამდე 2 საათით ადრე. ამის შემდეგ ბილეთების ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე ავტობუსთან ან ქუთაისის აეროპორტის დახლთან, თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში.
მოქმედებს თუ არა ფასდაკლება ბავშვებისთვის?
- ზრდასრული (12 წელზე უფროსი);
- ბავშვი (2–12 წელი) მოქმედებს ფასდაკლება;
- ჩვილი (0–2 წელი). ჩვილის ბილეთი არ მოიცავს ცალკე ადგილს - ჩვილს შეუძლია იმგზავროს მშობლის კალთაში, ან მოთავსდეს ცალკე სავარძელზე, თუ მგზავრს მოაქვს საბავშვო სავარძელი (Car seat) და ამ ადგილისთვის ყიდულობს "ბავშვის" ბილეთს. ჩვილები მგზავრობენ უფასოდ, ბავშვებზე მოქმედებს ფასდაკლება.
სჭირდება თუ არა ჩვილს ბილეთი?
2 წლამდე ჩვილს სჭირდება ბილეთი, თუმცა ჩვილის ბილეთი არ გულისხმობს ადგილს ავტობუსში. ჩვილის ბილეთის შეძენის შემთხვევაში, ის იმგზავრებს მშობლის კალთაში. თუ გსურთ ჩვილმა იმგზავროს ცალკე, საბავშვო სავარძლით, ამ შემთხვევაში დამატებით უნდა შეიძინოთ "ბავშვის" ბილეთი ამ ადგილისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბავშვო სავარძლის გარეშე მგზავრობისას ჩვილის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მგზავრს.
მჭირდება თუ არა ცალკე ადგილი ან საბავშვო სავარძელი ჩვილისთვის?
ჩვილს შეუძლია იმგზავროს მშობლის კალთაში სტანდარტული ჩვილის ბილეთით. თუ გსურთ ჩვილმა იმგზავროს ცალკე სავარძელზე, უნდა მოიტანოთ შესაბამისი საბავშვო სავარძელი და შეიძინოთ დამატებითი "ბავშვის" ბილეთი. საბავშვო სავარძლის გარეშე მგზავრობისას ჩვილის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მგზავრს და არა ჯორჯიან ბასს. თუ გსურთ ჯორჯიან ბასმა უზრუნველყოს საბავშვო სავარძელი, მოთხოვნა უნდა გააგზავნოთ ელ-ფოსტაზე [email protected] გამგზავრებამდე სულ მცირე 48 საათით ადრე.
შემიძლია მივიღო ინვოისი ჩემი კომპანიის მიერ შეძენილ ბილეთზე?
დიახ. თუ ბილეთს ყიდულობს იურიდიული პირის წარმომადგენელი და საჭიროა ინვოისი, გამოაგზავნეთ მოთხოვნა ელ-ფოსტაზე: [email protected].
რა არის ჯორჯიან ბასის "მოქნილი მოგზაურობის განრიგი" (Flexible Travel Schedule)?
"მოქნილი მოგზაურობის განრიგი" არის ფასიანი დამატებითი სერვისი, რომლის არჩევაც შეგიძლიათ ბილეთის ყიდვისას. ის გარანტიას იძლევა თანხის სრულ დაბრუნებაზე გამგზავრებამდე 24 საათით ადრე გაუქმებისას, სტანდარტული 30%-იანი დაკავების ნაცვლად.
აქვს ჯორჯიან ბასს ფასდაკლებები?
დიახ, ჯორჯიან ბასი მომხმარებელს სთავაზობს პრომოკოდებსა და ჯგუფურ ფასდაკლებებს. თუ პრომოკოდი ხელმისაწვდომია, მისი შეყვანა შესაძლებელია სპეციალურ ველში გადახდამდე ფასდაკლების მისაღებად. ჯგუფური ფასდაკლება 5 და მეტ მგზავრზე გენერირდება ავტომატურად.
როგორ მივიღებ ჯორჯიან ბასის ბილეთს ონლაინ ყიდვის შემდეგ?
წარმატებული ონლაინ გადახდის შემდეგ ბილეთის მონაცემები ეკრანზე გამოჩნდება და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება პირდაპირ ვებ-გვერდიდან. ჯორჯიან ბასის ბილეთი, ასევე იგზავნება თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე და SMS-ით სახით ტელეფონის ნომერზე.
შემიძლია ავირჩიო ჩემი ადგილი ჯორჯიან ბასის ავტობუსში?
დიახ, ონლაინ დაჯავშნისას - ადგილს ირჩევთ გადახდისას და ეს ადგილი დაჯავშნილია თქვენთვის. თუ ბილეთს ყიდულობთ ადგილზე ან ქუთაისის აეროპორტის დახლთან, ადგილს მიგითითებთ ჯორჯიან ბასის წარმომადგენელი.
უსაფრთხოა თუ არა ბილეთის ონლაინ ყიდვა?
დიახ. ონლაინ გადახდები ხორციელდება დაცული მესამე მხარის გადახდის სისტემის მეშვეობით. ჯორჯიან ბასს არ აქვს წვდომა თქვენს საბანკო ბარათის მონაცემებზე ან გადახდის გვერდზე - ტრანზაქციას ამუშავებს და ადასტურებს მხოლოდ ბანკი.
შემიძლია შევცვალო ბასის ბილეთის თარიღი ან დრო?
დიახ. ბილეთის ცვლილება (თარიღის, დროის ან მარშრუტის) შესაძლებელია გამგზავრებამდე 24 საათით ადრე, მხოლოდ ერთხელ. მოთხოვნა უნდა გააგზავნოთ ელ-ფოსტაზე [email protected]. გაითვალისწინეთ, რომ შეცვლილი ბილეთი შემდგომში დაბრუნებას არ ექვემდებარება.
შემიძლია გავაუქმო ჯორჯიან ბასის ბილეთი და დავიბრუნო თანხა?
დიახ, თუმცა დასაბრუნებელი თანხა დამოკიდებულია იმაზე, შეიძინეთ თუ არა "მოქნილი მოგზაურობის განრიგის" სერვისი. მის გარეშე გაუქმებისას ჩამოგეჭრებათ საკომისიო ბილეთის ფასის 30%-ის ოდენობით.
"მოქნილი მოგზაურობის განრიგით” შეძენილი ბილეთის თანხა სრულად დაბრუნდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თანხა შესაძლებელია დაბრუნდეს მაქსიმუმ 24 საათით ადრე.
გამგზავრებამდე 24 საათზე ნაკლებ დროში ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება.
რამდენი ხანი სჭირდება ჯორჯიან ბასის თანხის დაბრუნებას?
თანხა ავტომატურად ბრუნდება და ისახება იმავე საბანკო ანგარიშზე 2–3 სამუშაო დღის განმავლობაში.
რა ხდება, თუ ჩემი ფრენა გაუქმდა და ვეღარ ვიყენებ ბილეთს?
თუ თქვენი ფრენა გაუქმდა და ამის გამო ვერ გამოიყენეთ ჯორჯიან ბასის ბილეთი, უფლება გაქვთ მიიღოთ სრული თანხა იმავე საბანკო ანგარიშზე. ამისთვის მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected].
რა ემართება ჩემს ბილეთს, თუ ფრენა გადაიდო?
ფრენის გადადების შემთხვევაში მგზავრს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს შეძენილი სამგზავრო ბილეთით, ჩანაცვლებული განრიგის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მგზავრმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს არჩეული ადგილით და განთავსდეს ჯორჯიან ბასის წარმომადგენლის მიერ მითითებულ თავისუფალ სავარძელზე.
რამდენი ბარგის წაღება შემიძლია?
თითოეული ბილეთი მოიცავს 1 სამგზავრო ჩანთას და 1 ზურგჩანთას, რომლებიც ინახება ბარგის სპეციალურ განყოფილებაში, დამატებით 1 მცირე ხელბარგს, რომელიც ეტევა სალონში ზედა თაროზე. სამგზავრო ჩანთები და ზურგჩანთები სალონში არ დაიშვება - ისინი უნდა განთავსდეს ბარგის განყოფილებაში.
რა ღირს დამატებითი ბარგი?
დამატებითი ჩანთის ფასი 25 ლარია. გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდზე ან ადგილზე ჯორჯიან ბასის წარმომადგენლთან.
შემიძლია ველოსიპედის წამოღება?
დიახ, თუ ველოსიპედი შეფუთულია შესაბამის ყუთში. ტრანსპორტირების საფასური 20 ლარია. გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდზე ბილეთის შეძენისას ან ადგილზე ჯორჯიან ბასის წარმომადგენელთან.
რა ხდება ბარგის დაკარგვის ან არევის შემთხვევაში?
ბარგის დაკარგვის ან არევის შემთხვევაში, გთხოვთ დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ჯორჯიან ბასის თანამშრომლებს ცხელ ხაზზე: +995 32 2 80 60 60 ან ელ-ფოსტით [email protected]. გთხოვთ მიუთითოთ ნივთის აღწერილობა და რიგი გარემოებები (მიმართულება, დრო, ადგილი). ჯორჯიან ბასი გასწევს გონივრულ ძალისხმევას დაკარგული ნივთის მოსაძებნად, თუმცა მგზავრის მიერ ბარგის არევით ან მათი მხრიდან ბარგის დავიწყებით გამოწვეული ნივთების დაკარგვის შემთხვევაში, ჯორჯიან ბასი არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზარალის კომპენსაციის ანაზღაურებაზე.
თუ საქმე არ ეხება ბარგის არევას, მგზავრმა უნდა მიმართოს პოლიციას.
შემიძლია თუ არა სხვისი ბარგის გაგზავნა?
ჯორჯიან ბასი არ ახორციელებს ბარგის გადაზიდვას და მგზავრებს არ აქვთ უფლება სთხოვონ მძღოლებს ან სხვა მგზავრებს ნივთების წაღება. თითოეული მგზავრი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ბარგის ჩატვირთვაზე საბარგულში მძღოლის თანდასწრებით.
შემიძლია თუ არა შინაური ცხოველის გადაყვანა?
დიახ. 7 კგ-მდე კატები და ძაღლები დაიშვებიან სპეციალური სამგზავრო ჩანთით/გალიით. ამ შემთხვევაში, აუცილებელია შინაური ცხოველისთვის ზრდასრული ადამიანის დამატებითი ბილეთის შეძენა, რათა მისი გადასაყვანი საშუალება პატრონის გვერდით სავარძელზე განთავსდეს. აცნობეთ ჯორჯიან ბასს ელ-ფოსტაზე [email protected] დაჯავშნისთანავე ან გამგზავრებამდე სულ მცირე 24 საათით ადრე და დაელოდეთ დადასტურებას.
შეუძლიათ თუ არა ბავშვებს მარტო მგზავრობა?
არა. მეთვალყურეობის გარეშე ჩვილები და ბავშვები არ დაიშვებიან ავტობუსში. ბავშვს ყოველთვის უნდა ახლდეს ზრდასრული.
რა არის საბავშვო ბილეთების კატეგორიები?
- 2–12 წლის ბავშვები მგზავრობენ "ბავშვის" ბილეთით;
- 12 წელზე უფროსი მგზავრები ჯავშნიან "ზრდასრულის" ბილეთს;
- 2 წლამდე ბავშვები ჯავშნიან "ჩვილის" ბილეთს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვილის ბილეთი არ გულისხმობს ადგილს ავტობუსში. ჩვილის ბილეთის შეძენის შემთხვევაში ჩვილი იმგზავრებს მშობლის კალთაში. თუ გსურთ ჩვილმა იმგზავროს ცალკე სავარძელზე საბავშვო სავარძლით, დამატებით უნდა შეიძინოთ "ბავშვის" ბილეთი ამ ადგილისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბავშვო სავარძლის გარეშე მგზავრობისას ჩვილის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მგზავრს.
რა წესები მოქმედებს მგზავრებისთვის?
მძღოლთან საუბარი მოძრაობისას აკრძალულია (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა). ხმაურიანი საუბარი, ხმამაღალი მუსიკა, ალკოჰოლი, მოწევა, ჭამა და წყლის გარდა სხვა სასმელის დალევა აკრძალულია ავტობუსში. მგზავრები უნდა ისხდნენ ადგილზე - სალონში სიარული ან ფეხზე დგომა მგზავრობისას აკრძალულია.
რა ხდება მგზავრის მიერ ავტობუსის დაზიანებისას ან დაბინძურებისას?
სატრანსპორტო საშუალების დაბინძურება ან დაზიანება იწვევს ჯარიმას შეკეთების ან დასუფთავების ხარჯების ოდენობით.
შეუძლია თუ არა ჯორჯიან ბასს უარი უთხრას მომხმარებელს მგზავრობაზე?
დიახ, თუ ჯორჯიან ბასის თანამშრომელმა (გამცილებელმა ან მძღოლმა) ეჭვი მიიტანა პირის ალკოჰოლურ თრობასა ან ნარკოტიკების ზემოქმედებაზე, მას უფლება აქვს უარი უთხრას პირს ავტობუსში დაშვებაზე. ჯორჯიან ბასი ასევე იტოვებს უფლებას უარი უთხრას ან ჩამოსვას ნებისმიერი მგზავრი, რომელიც არღვევს წესებს ან წესრიგს და არის კონფლიქტური, კომპენსაციის ან თანხის დაბრუნების ვალდებულების გარეშე.
რა უნდა გავაკეთო, თუ მგზავრობისას პრობლემა წარმოიქმნა?
პირველ რიგში გთხოვთ გაესაუბროთ ჯორჯიან ბასის წარმომადგენელს ადგილზე. ასეთის არყოფნის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +995 32 2 80 60 60.
რა ხდება, თუ ჯორჯიან ბასი აგვიანებს უამინდობის ან გზის ჩაკეტვის გამო?
ფორსმაჟორულ სიტუაციებში (ცუდი ამინდი, სტიქია, გზების ჩაკეტვა, სამხედრო მოქმედებები და ა.შ.) ჯორჯიან ბასი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან დაგვიანებაზე ან ზიანზე. დაზარალებულ მგზავრებს ეძლევათ რეკომენდაცია დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს: +995 32 2 80 60 60.
როგორ დავუკავშირდე მხარდაჭერის გუნდს?
ჯორჯიან ბასის ცხელი ხაზი მუშაობს 24/7 WhatsApp-ზე: +995 32 2 80 60 60 ან გამოიყენეთ ელ-ფოსტა: [email protected]
Published on 9/9/2026