კითხვა–პასუხი
როგორ შევიძინო ბილეთი?
Ბილეთის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ www.georgianbus.com -ზე, ასევე ჩვენს წარმომადგენელთან ავტობუსში 5 წუთით ადრე გასვლამდე, ან ინვოისის საფუძველზე. ინვოისის მისაღებად საჭიროა მოთხოვნის გამოგზავნა მინიმუმ 1 დღით ადრე ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@georgianbus.com
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია?
ჯორჯიან ბას-ში ადგილების რაოდენობა შეზღუდული არაა, თუ ადგილზე მოსულს ავტობუსი შევსებული დაგხვდათ, აუცილებლად 5 წუთში დაემატება შემდეგი ავტობუსი.
Რამდენი ხნით ადრე შემიძლია ბილეთის შეძენა?
Ბილეთის შეძენა შესაძლებელია ავტობუსის გასვლამდე 2 საათით ადრე ონლაინ და 5 წუთით ადრეც, მხოლოდ ადგილზე, ავტობუსის გამცილებელთან.
რას ნიშნავს მოგზაურობის მოქნილი გრაფიკი?
ამ ფუნქციის მონიშვნის შემთხვევაში, თქვენ საშუალება გაქვთ მგზავრობამდე 24 საათით ადრე , შეცვალოთ მგზავრობის თარიღი მომავალი 1 წლის ვადაზე ან საერთოდ გააუქმოთ მგზავრობა და თანხა უკან სრულად დაიბრუნოთ.
Საიდან გადის ავტობუსი?
ავტობუსის გასვლის ადგილებია:
თბილისი - სადგურის მოედნი/ავტოსადგური დადიანის მხრიდან.
ადგილზე მოხვედრა შესაძლებელია დადიანის ქუჩის მხრიდან და თბილისი ცენტრალიდან, გაითვალისწინეთ, რომ თბილისი ცენტრალის შესავლელი 00:00 საათიდან - 06:00 საათამდე დაკეტილია და ამ დროს ისარგებლეთ დადიანის ქუჩის შემოსასვლელით.
ზუსტი ლოკაცია რუკაზე: https://maps.app.goo.gl/747hjZZhUKeE7Jj26
ბათუმი - გოგებაშვილის ქუჩა, ავტოსადგომი პორტთან (გოგებაშვილის 2 ნომრის მოპირდაპირედ)
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - ჩამოფრენის დარბაზის გამოსასვლელი კარის წინ.
გუდაური - გუდაურისკენ/გუდაურიდან მგზავრების აყვანა ხორცილდება უშუალოდ მისამართიდან, შეძენის დროს გთხოვთ მისამართის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ლოკაციის მისამართი
თუ მაგვიანდება, ავტობუსი დამელოდება?
ავტობუსის რეისზე დაგვიანების შემთხვევაში აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე +995 555 397 387 და გააფრთხილოთ ოპერატორი, მაქსიმალური დალოდების დრო არის 10 წუთი, 10 წუთის შემდეგ ავტობუსი გავა გაჩერებიდან
Რა შემთხვევაში ვრცელდება ჯგუფური ფასდაკლება?
ჯორჯიან ბას-ი თავის მომხმარებელს სთავაზობს ჯგუფურ ფასდაკლებებს, ამისთვის საჭიროა მინიმუმ 5 ადამიანი, თუ თქვენ მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ და ჯგუფი შედგება მინიმუმ 5 ადმიანისგან, მაშინ ბილეთის ონლაინ შეძენისას თქვენ დამატებით გაგიაქტიურდებათ 5 ლარიანი ფასდაკლება თითო ადამიანზე.
შესაძლებელია თუ არა თქვენთან ინდივიდუალური ტრანსფერის შეკვეთა ქუთაისის აეროპორტამდე ან პირიქით?
ჩვენთან შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ კერძო ტრანსფერი ქუთაისის აეროპორტამდე ან პირიქით, ნებისმიერი ქალაქიდან. Შესაკვეთად და ტარიფების გასარკევავდ საჭიროა მინიმუმ 1 დღით ადრე მოგვწეროთ info@georgianbus.com -ზე ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე +995 555 397 387 Ჩვენ მოგემსახურებით ნებისმიერი სახის ტრანსპორტით :
Სედანი ( მაქსიმუმ 3 ადამიანი)
მინივენი (მაქსიმუმ 7 ადამიანი)
მიკროავტობუსი (მაქსიუმუმ 16 ადამიანი)
Პატარა ავტობუსი (მაქსიმუმ 35 ადამიანი)
დიდი ავტობუსი (მაქსიმუმ 55 ადამიანი)
ავტობუსის ქირაობა თუ არის შესაძლებელი ტურისტული ჯგუფებისთვის?
ჯორჯიან ბას-ში შეგიძლიათ იქირავოთ უახლესი ავტობუსები და ასევე ნებისმიერი სახის ტრანსპორტი თქვენი ჯგუფებისთვის, პირობების გასარკვევათ მოგვწერეთ შემდეგ მეილზე : luka@georgianbus.com
ხართ თუ არა დღგ-ს გადამხდელი და თუ არის შესაძლებელია ფაქტურის ატვირთვა
კომპანია “ჯორჯიან ბას” არის დღგ-ს გადამხდელი და ჩვენ ნებისმიერ სერვისზე შეგვიძლია აგიტვირთოთ ზედნადები, ამისთვის საჭიროა მოთხოვნა და ბილეთის ნომერი მოიწეროთ შემდეგ მეილზე accounting@georgianbus.com