GESCHÄFTSBEDINGUNGEN
1. კომპანიის შესახებ
1.1. ჯორჯიან ბასი არის სატრანსპორტო კომპანია რომელიც 2015 წლიდან ოფიციალურად ემსახურება ქუთაისის დავით აღმაშენებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთა გადაყვანის სერვისით შემდეგი მიმართულებებით:
თბილისი - ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისი - ქუთაისის აეროპორტი
ბათუმი - ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - თბილისი
ქუთაისის აეროპორტი - ქუთაისი
ქუთაისის აეროპორტი - ბათუმი
1.2. ვებ გვერდზე განთავსებული ოპერაციების უზრუნველყოფას ახდენს შ.პ.ს. ჯორჯიან ბასი ს/კ 412700466 საქართველო. ქ. თბილისი. ცოტნე დადიანის 7 B428. +995 555 397387 info@georgianbus.com
2. ვებ გვერდით სარგებლობის წესები
2.1. გვერდი განკუთვნილია სამგზავრო ბილეთების შესაძენად და მგზავრობისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად
2.2. გვერდზე განთავსებული მასალის კომერციულად გამოყენება, ნებართვის გარეშე აკრძალულია.
2.3. ნებადართულია ვებგვერდზე განთავსებული განრიგის და ინფორმაციული ლინკების გამოყენება.
3. ბილეთების შეძენა
3.1. ბილეთის შეძენა ვებ გვერდზე შესაძლებელია საკრედიტო და სადებიტო ბარათებით (VISA/MasterCard/Amex)
3.2. შეძენილი ბილეთი გადმოიგზავნება, ბილეთის შეძენისას მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
3.3. ბილეთში არსებული მონაცემები მომხმარებლის მიერ უნდა გადამოწმდეს მიღებისთანავე. შეცდომის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს ჯორჯიან ბასის ადმინისტრაციას ელ. ფოსტის მეშვეობით info@georgianbus.com და შეატყობინოს განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ, ბილეთის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში.
3.4. ბილეთის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია მონიშნოს „გადაცვლას ექვემდებარება“ ბილეთის ფუნქცია, რომლის მონიშვნის შემთხვევაში მომხმარებელი ბილეთის თარიღის შეცვლას შეძლებს, ჯორჯიან ბასის გამოყენების წესები და პირობების მე 4 მუხლის მიხედვით.
4. ბილეთის გადაცვლა
4.1. შეძენილი ბილეთის გადაცვლა შესაძლებელია სამგზავრო პერიოდის დადგომამდე მაქსიმუმ 24 საათით ადრე, ჯორჯიან ბასის ადმინისტრაციის ელ. ფოსტაზე info@georgianbus.com შეტყობინების გაგზავნის გზით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს ბილეთის შეძენისას მონიშნული ექნება „გადაცვლას ექვემდებარება“ ფუნქცია
4.2. მომხმარებელს რომელსაც ბილეთის შეძენისას არ მოუნიშნავსთ „გადაცვლას ექვემდებარება“ ფუნქცია, შეძენილი ბილეთის გაუქმების შესაძლებლობა ექნებათ ჯორჯიან ბასის ადმინისტრაციის ელ. ფოსტაზე info@georgianbus.com შეტყობინების გაგზავნის გზით, სამგზავრო პერიოდის დაგომამდე 48 საათით ადრე, ბილეთის ღირებულების 30% საკომისიოს დაკავებით.
4.3. ბილეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს ბილეთის ღირებულება აესახება ჯორჯიან ბასის ბალანსზე და შეძლებს იგივე ღირებულების ბილეთზე გადაცვლას 1 წლის განმავლობაში.
5. ბარგის გადატანა
5.1. დასაშვებია თითოეული მგზავრისთვის, ხელბარგის და დიდი ზომის ჩანთის უფასოდ გადატანა. მითითებულ ზომებზე დიდი გაბარიტების მქონე ჩანთის (ან ჩანთების) უფასოდ ტრანსპორტირებისთვის უნდა მოხდეს ჯორჯიანიან ბასის ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმება ადმინისტრაციის ელ. ფოსტაზე info@georgianbus.com შეტყობინების გაგზავნის გზით, სამგზავრო პერიოდის დაგომამდე 24 საათით ადრე
ზომა |
სიმაღლე |
სიგანე |
სიღრმე |
XL დიდი |
76სმ / 30ინჩი |
48სმ / 19 ინჩი |
29სმ / 11 ინჩი |
5.2. ტრანსპორტირებისის დასრულებისას ყველა მგზავრმა უნდა მოახდინოს საკუთარი ბარგის ამოცნობა და გამოხმობა.
5.3. ბარგის არევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეტყობინება ცხელ ხაზზე +995 555 397387 ან ელ. ფოსტაზე info@georgianbus.com რათა დროულად მოხდეს კომუნიკაციის დამყარება მე3 პირთან (მგზავრმა რომელმაც შეცდომით წაიღო პირველი პირის ბარგი) მისი მხრიდან შეტყობინების, ან საკონტაქტო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში
5.4. ბარგის არევით, ან მე3 პირის (იგივე რეისზე მყოფი მგზავრი) შეცდომით წაღებული ბარგით გამოწვეული ბაგაჟის დაკარგვის შემთხვევაში. ჯორჯიან ბასის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს რაიმე სახის კომპენსაციის ან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
6. მგზავრთა დაზღვევა
6.4. სტიქიური უბედურების, საომარი სიტუაციის დაგომის, ან სხვა დამაბრკოლებელი გარეომების არსებობის შემთხვევაში, რომლის მიზეზიც არ შეიძლება იყოს შ.პ.ს. ჯორჯიან ბასი, ადმინისტრაცია განთავისუფლებულია რაიმე სახის პასუხისმგებლობიდან დაგეგმილი მარშრუტის დროულ განხორცილებაზე.
7. მგზავრობისას ქცევის წესები
7.1. აკრძალულია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა რაც შეიძლება გამოიხატოს, ხმამაღალი საუბრით, მუსიკის ხმამაღალი მოსმენით, არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნით (ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული მიღებით განპირობებული)
7.2. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დაზიანება.
7.3. აკრძალულია მძღოლთან კომუნიკაცია სატრანსპორტო საშუალების მართვისას (გარდა გადაუდებელი მოთხოვნებისა, ბორტგამცილებლის არ ყოფნის შემთხვევაში)
7.4. ჯორჯიან ბასის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების დამრღვევი მგზავრი მოხსნას რეისიდან, ყველანაირი კომპენსაციის და პასუხისგების გარეშე.
7.5. მგზავრობისას დამდგარი ნებისმიერი საკითხი უნდა გადიჭრას ბორტგამცილებელთან ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში, უნდა მოხდეს შეტყობინება ცხელ ხაზზე +995 555 397387.